სამართალი
ხულოში მოსწავლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველ არხს ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.