საზოგადოება
ალექსანდრე ჭაჭია: „ის, რაც სააკაშვილმა უკრაინაში მოაწყო, გარყვნილი კლოუნადაა!“

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, „უკრაინის მხსნელი“ გახდეს, - იუწყებიან მედიასაშუალებები. ქართველმა პოლიტოლოგმა, გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ რადიო Sputnik-ის ეთერში გამოთქვა აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად მიმნდობი ადამიანების მხარდაჭერით სარგებლობს.
„ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ ასეთი განცხადებების - მათ ამგვარი მეთოდებით „ყიდულობენ“. ჩემმა ხალხმა ის ორჯერ აირჩია პრეზიდენტად. ასეთი რამ ხდება ხოლმე. სააკაშვილს შესაბამისი ფანატები უკრაინაშიც ჰყავს. ის ნიჭიერი ადამიანია, ამას ვერ წაართმევ, ამ ტიპის პუბლიკის ანთება შეუძლია. საქართველოშიც და უკრაინაშიც არის კონტინგენტი ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან, ხელში ატატებული ატარონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან უსიამოვნოა - მთელი ეს კლოუნადა, რომელსაც სააკაშვილი უკრაინაში აწყობს, ყველა მისი გამოსვლა. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს კლოუნადაა - ყველაფერი საქართველოში ვნახეთ და გადავიტანეთ. და სხვა ქვეყნებშიც ყველა ნორმალური ადამიანი ხედავს, რომ რაღაც უხამსი ხდება“, - თქვა ალექსანდრე ჭაჭიამ.