პოლიტიკა
ალექსანდრე ჭაჭია: „არსებობს ტერორისტების შეიარაღებული ჯგუფების აფხაზეთში, აჭარაში და საქართველოს სამხრეთ რაიონებში შეღწევის დიდი ალბათობა“

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია მიიჩნევს, რომ აფხაზეთში, აჭარაში და საქართველოს სამხრეთ რაიონებში ტერორიზმის შეღწევის ალბათობა ძალიან მაღალია. „ყველა ტერორისტულ, ისლამისტურ ფორმირებას წლების განმავლობაში ამერიკის სპეცსამსახურები ზრდიდნენ, ქმნიდნენ, აიარაღებდნენ და წარმართავდნენ. მას შემდეგ, რაც ისინი ნაწილობრივ აღარ დაემორჩილნენ, ნაწილობრივ კი იმავე სირიაში ფიასკო განიცადეს, მათთვის რაიმე გამოყენება უნდა მოეძებნათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ტერორისტები ყველაზე მეტად რუსეთის გარემოცვაში და თავად რუსეთში სჭირდებოდათ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მისაყენებლად“, - დარწმუნებულია პოლიტოლოგი, იუწყება Sputnik.
ალექსანდრე ჭაჭიას მიაჩნია, რომ აშშ მათ რუსეთისთვის ძალზე მტკივნეულ რეგიონებში გაგზავნის, როგორებიც მის საზღვრებზე შუა აზია და კავკასიაა: „ვფიქრობ, რომ ტერორისტების შეიარაღებული ჯგუფების გამოჩენა აფხაზეთში, აჭარაში, საქართველოს სამხრეთ რაიონებში, სადაც მათთვის რაიმე საყრდენი არსებობს, სავსებით შესაძლებელია“.
პოლიტოლოგის აზრით, ამგვარ საფრთხესთან ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობა ხისტი ძალის გამოყენებაა. ამასთან, ალექსანდრე ჭაჭიას უძნელდება შეფასება, რამდენად შეძლებენ მასთან დაპირისპირებას აფხაზი, აჭარელი და ქართველი სამართალდამცველები. მითუმეტეს, თუ ის წახალისებული იქნება ამერიკელი კურატორების მიერ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ საქართველოს ხელმძღვანელობაზე და ქვეყანაში სრულუფლებიანი ბატონ-პატრონები არიან.