სამართალი
ეს კრემლის სტანდარტული პოლიტიკური სპეკულაციაა! კრემლმა იცის, რომ იარაღი, რომელსაც ვყიდულობთ, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება! - ირაკლი სესიაშვილი

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინთან“ დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.
ტანკსაწინააღმდეგო სისტემა თავდაცვითი საშუალებაა და ასეთი სამხედრო საშუალებები უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ეს კრემლის სტანდარტული პოლიტიკური სპეკულაციაა. კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანია და იარაღი, რომელსაც ვყიდულობთ, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარინობის გაძლიერებას ემსახურება. მაშინ, როცა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა აქვს, მითუმეტეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთისგან სტანდარტულ რეაქციას ვხედავთ, რომელსაც საფუძველი არ აქვს და ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა“, – დასძინა სესიაშვილმა.