პოლიტიკა
აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების „ჯაველინის“ მიყიდვის ნებართვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების დამღუპველობაზე - რუსეთის საგარეო ს

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი.
ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონსულტაციების შესახებ - ინფორმაცია მასმედიისათვის
„12-13 დეკემბერს ჟენევაში, შვეიცარია, გაიმართა მორიგი კონსულტაციები ამიერკავკასიის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს თანათავმჯდომარეობით. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. კარასინი.
აფხაზეთისა და რუსეთის დელეგაციებმა მიუთითეს, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევა, რომელიც დაჟინებით ცდილობდა, ქალაქ კილმარნოკში მდებარე 1992-1993 წლების ომის მსხვერპლ სოხუმის მცხოვრებთა მემორიალის დემონტაჟისთვის მიეღწია, ეწინააღმდეგება თბილისის განცხადებებს „აფხაზ და ოს ძმებთან“ შერიგებისთვის მზადყოფნაზე. რუსეთის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ქალაქის დაღუპულ მცხოვრებთა ხსოვნის წაშლის მცდელობა - უღირსი და მკრეხელური აქტია. მის ფონზე კონტრასტულად გამოიყურება აფხაზეთის ცივილიზებული საქციელი, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს ქართველი მეომრების ნეშტების გადასვენებას.
აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების „ჯაველინის“ მიყიდვის ნებართვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების  დამღუპველობაზე. 2008 წლის შემდეგ ვაშინგტონსა და თბილისს შორის დადებული ეს უმსხვილესი სამხედრო გარიგება, არსებითად, საქართველოს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგებს.
ამ კონტექსტში აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დაადასტურეს, რომ სავსებით გამართლებულად და დროულად მიაჩნიათ რუსეთის მიერ მათთვის თავდაცვის სფეროში აღმოჩენილი დახმარება. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაბლოკა ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების პროექტის მიღება, მიუხედავად სხვა დელეგაციების მიერ შეთავაზებული სრულიად სხვადასხვა ვარიანტისა. მხარეები ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სიტუაცია ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილემ, საქართველოს გარდა, შეაფასა, როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი. არსებული გამშვები პუნქტები მთლიანად უმკლავდებიან ადამიანებისა და ტრანსპორტის გაზრდილ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას. წლის შედეგებით აღინიშნა აფხაზეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ინციდენტების რაოდენობის შემცირება.
ცხინვალის წარმომადგენლებმა რაუნდის მსვლელობისას, მე-18 საუკუნიდან დაწყებული, საქართველოს ანტიოსური პოლიტიკის ქრონიკა წარმოადგინეს. აფხაზეთის მხარემ წარმოადგინა თბილისის რევანშისტული მისწრაფებების კრიტიკის შემცველი მასალა საკუთარი და რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ 2008 წლის მედვედევი-სარკოზის შეთანხმების სრულად შესრულებისათვის.
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში დასახული პოზიტიური ტენდენციის განვითარებისთვის. გასული პერიოდის განმავლობაში მხარეებმა წარმატებით გაცვალეს პატიმრები, რაც შესაძლებელი გახდა მათი კეთილი ნებისა და პოლიტიზაციის არარსებობის წყალობით. მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინტერესებული მხარეები გააგრძელებენ მუშაობას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებაზე.
მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 2018 წლის მარტშია დაგეგმილი“.