პოლიტიკა
ახალი პროექტი "ქართული კონსერვატიზმი"

daicavi_saqartveloორგანიზაციამ "დაიცავი საქართველო!" ახალი ნაციონალური პროექტი "ქართული კონსერვატიზმი" შექმნა და საზოგადოებისთვის მის გაცნობას იწყებს.

როგორც "დაიცავი საქართველო!"-ს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ საქინფორმის კორესპონდენტს განუცხადა, ნათელია ფსევდოლიბერალური მოდერნიზაციის კრახი და, შესაბამისად, საზოგადოებას ახალი იდეა სჭირდება.

მისი თქმით, პროექტი ეფუძნება კლასიკურ ევროპულ განათლებას, ქრისტიანულ საფუძვლებს, ანტიკური სიბრძნის სინთეზს და ა.შ.

"ჩვენთვის მთავარია, ეს იდეა მივიტანოთ საზოგადოებამდე", – განაცხადა მაღრაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხებზე დისკუსიები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შედგეს და საზოგადოების მოაზროვნე ნაწილმა მასზე ფიქრი უნდა დაიწყოს.

"დაიცავი საქართველო!" "ქართულ კონსერვატიზმს" დღეს, 3 თებერვალს, "ქართული აკადემიის" წევრებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის – უმაღლეს სასწავლებლებშიც.