აქტუალური
"საქართველოს ფოსტის" შეძენით 15 კომპანია დაინტერესდა

fostaეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ფოსტის შეძენის ინტერესი მსხვილმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიებმა დააფიქსირეს. მინისტრის განცხადებით, მისი უწყება შესულ განაცხადებს ეტაპობრივად განიხილავს.

"საქართველოს ფოსტის" გასხვისებასთან დაკავშირებით, განცხადებების მიღება სამინისტროში 15 იანვარს შეწყდა. "საქართველოს ფოსტის" აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა და ის ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია.

კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს საერთო ჯამში 100 ათასი კვადრატული მეტრი ფართის შენობებს.