საზოგადოება
ლარის გაუფასურება ზეგავლენას იქონიებს ტარიფებზე

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი ტარიფებზე აისახება, თუმცა ამ ეტაპზე რა რაოდენობით მოხდება ტარიფის გაძვირება, რთული სათქმელია.
2018-დან 2020 წლამდე ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ღირებულება თვის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი. სემეკის განმარტებით, პირველ ეტაპზე მარეგულირებელი კომისია კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. სემეკში განმარტავენ, რომ დაგეგმილი ხარჯების დამტკიცების შემდეგ მოხდება უკვე კომუნალური ტარიფების დადგენაც.
ლარის კურსის გაუფასურება გარკვეულწილად მოქმედებს ტარიფებზე, აქედან გამომდინარე, ის ზეგავლენას იქონიებს ამ შემთხვევაში. უბრალოდ, ახლა მე არ შემიძლია დაგისახელოთ რაიმე კონკრეტული ციფრი, თუ რა მოცულობით და რა რაოდენობით იქნება ეს ზემოქმედება განხორციელებული, - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.