აქტუალური
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ბაჩო ახალაიასთან საკანში შესვლის ფაქტს ადასტურებს

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. მცირე კომენტარს ჩუბინიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აკეთებს.
ანზორ ჩუბინიძე არ აკონკრეტებს, რა მიზნით მივიდა მატროსოვის ციხეში და რა სტატუსით შეუშვეს ის ბრალდებულის საკანში. შეკითხვაზე, რა საკითხზე შედგა საუბარი, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა: "ვნახე, დიახ... არ არის ეს აუცილებელი, თემა რომ გაგიმხილოთ".
ბაჩო ახალაიამ „შაბათის კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მასთან საკანში მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე რამდენჯერმე მივიდნენ.