პუბლიკაციები
სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება - პრემიერი კვირიკაშვილი.

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთობის ჩარჩოებს არ გასცდება. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საკითხი პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება.
ექსრეზიდენტის ექსტრადირებაზე განცხადება მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემაც გააკეთა. მამუკა ვასაძის თქმით, უკრაინის შესაბამის უწყებებში ყოფილი პრეზიდენტის ექსტარდაციის მოთხოვნა გაგზავნილია და ამის ხელახლა გაკეთების გარემოება არ არსებობს.
პროცესების სამართლებრივად წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს საქართვლოში ამერიკის ელჩიც. იან კელის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.