საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა.
შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეთ 04.12.2017 წლის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).
გუშინ კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლა.
1tv.ge