საზოგადოება
ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 2017 წელთან შედარებით 2 მილიონით არის შემცირებული

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. 2018 წელს თბილისის მერიისგან კომუნალური გადასახადის დაფინანსებას 46 ათასი ოჯახი მიიღებს: სოციალურად დაუცველ 24 ათას ოჯახს, ვისაც 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, ყოველთვიურად სააბონენტო ანგარიშზე 106 ლარი დაერიცხებათ, იმ 22 ათას ოჯახს კი, ვისაც 70 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვს, ყოველთვიურად 20 ლარი დაერიცხება.
წინა მთავრობის მიერ შედგენილ პროექტთან შედარებით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის 8 560,000 მილიონი ლარია გამოყოფილი, ანუ  ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 2017 წელთან შედარებით 10 175 500 ლარიდან 2 მილიონით არის შემცირებული.
მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის დაფინანსება ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, 5 თვის განმავლობაში მოხდება.