სამართალი
სამართალდამცველებმა „ქართული მარშის“ სამი წევრი დააკავეს

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი.  შემთხვევა თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით,  ვლადიმერ სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩატარებული ალკოტესტის მიხედვით, ანზორ ფორჩხიძეს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, ხოლო ირაკლი დოლენჯაშვილმა და ვლადიმერ სადღობელაშვილმა ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.
საქალაქო სასამართლომ დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდა.