პოლიტიკა
„საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის ამოცანები“ (ვიდეო)

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. „საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის ამოცანები“ - ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიხსნა (ვიდეო იხ. აქ).
როგორც ფორუმის გახსნაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად არის აღიარებული“.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხილვა. ღონისძიება ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის მიერ.