პოლიტიკა
მმართველი გუნდი პოლიტიკურ კომპრომისზე მიდის - 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს, სავარაუდოდ, საარჩევნო კოლეგია აირჩევს

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ კომპრომისზე მიდის და პრეზიდენტს 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ნაცვლად 150 დეპუტატისა. მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი ხმოსნები შეიცვლება.
"დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. მიუხედავად იმისა, ჩვენი აზრით, იურიდიულად უფრო გამართულია, პრეზიდენტი 150 დეპუტატმა აირჩიოს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და, სავარაუდოდ, ამ მიმათულებით არაფერი შეიცვლება და კონსტიტუციაში დარჩება 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია, ანუ პრეზიდენტი უფრო მეტი წარმომადგენლობით იქნება არჩეული“, - განაცხადა მდინარაძემ.