უცხოეთი
New York Post-ი მანჰეტენზე აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო)

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. New York Post-ი მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).
დაკავებული ეჭვმიტ საქართველო საფრანგეთისგან „მისტრალებს“ შეისყიდისანილი ბანგლადეშის მოქალაქე, ბრუკლინის მცხოვრები 27 წლის აკაიედ ულაა. ის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა.
ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მას სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. ნიუ იორკის მერმა მომხდარი უკვე შეაფასა, როგორც ტერორისტული თავდასხმის მცდელობა.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის თავად ეჭვმიტანილი.
აფეთქება 42-ე ქუჩისა და მერვე ავენიუს კვეთაზე, „თაიმს სქვერის“ მახლობლად, ავტობუსების სადგურში მოხდა.

1tv.ge