საზოგადოება
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო არტისტსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი ჯაიანს დღეს, 14:00 საათზე საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში რუსთაველის თეატრიდან გადაასვენებენ.
მსახიობი დიმიტრი ჯაიანი 67 წლის ასაკში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული როგორც თეატრში, ისე კინოში.
საქინფორმის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებას მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.