საზოგადოება
პოროშენკო: „სააკაშვილთან დაკავშირებით სიტუაცია საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს!“

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც გამოცემა Gordon.ua წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორშენკომ ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზოგადად, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით სიტუაციას შევაფასებთ, ის საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს“, – აღნიშნა პოროშენკომ.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ: პირველიგამოძიების გამჭვირვალობა, მეორესაგამოძიებო ორგანოების აბსოლუტური ღიაობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალე ღია სასამართლო. ეს არის ის, რაც ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა უზრუნველვყოთ. თუ ვინმეს ედება ბრალი, გარბის პატიმრობიდან ან არღვევს კანონს, ან უკანონოდ კვეთს საზღვარს, ამაზე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. თუმცა, ის არ უნდა უკავშირდებოდეს ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, თუ ვინმე უკანონოდ კვეთს საზღვარს – ეს არასწორია.
შოკირებული ვიყავი ამ ინფორმაციით: თუ ვინმე ფინანსდება აგრესორი ქვეყნის ან მისი სპეცსამსახურების, ან ოლიგარქების მიერ, რათა სახელმწიფოში სტაბილურობა დაარღვიოს, ამაზე ასევე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პოროშენკომ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ მასალას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
დაინტერესებული ვარ, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალეიქნება ის დაკავშირებული სააკაშვილთან, თუ პოროშენკოსთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.