სამართალი
„ექიმი დოტი მინდა!“ - მიშას მხოლოდ გლდანის ექიმი დოტი გადაარჩენს (საქინფორმი)

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. არსებობს ლეგენდა, რომ ნაპოლეონი ბოროდინოს ბრძოლაში გაცივების და მაღალი სიცხის გამო გამო დამარცხდა. სააკაშვილმაც, რომელიც წამდაუწუმ ცინგლებს იწმენდს, მიხომაიდანი იმავე ბანალური მიზეზით წააგო. საგამოძიებო იზოლატორში მოთავსების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა და ექიმებს ახლოს არ იკარებს. „მათ ჩემი მოწამვლა უნდათ ან პოლონიუმით, როგორ ლიტვინენკოსი და პატარკაციშვილის, ანდა კალიუმის ციანიდით, როგორც ილია მეორის მოწამვლა სურდათ!“ - განუცხადა მან თავის ადვოკატს და ექიმი დოტის გამოძახება მოითხოვა. „მხოლოდ ექიმი დოტი მინდა!“ - აცხადებს სააკაშვილი, - ექიმი დოტი გადამარჩენს!“.
საქინფორმს ეჭვი ეპარება, რომ ექიმი დოტი მიშას კიევის იზოლატორში ჩაუსწრებს, როგორც ჩანს, მას დახმარებას უკვე თბილისში, გლდანის №8 დაწესებულებაში აღმოუჩენენ, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს განთქმული იყო თავისი „ექიმებით“, განსაკუთრებით - პროქტოლოგიის დარგში...
მაგრამ მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ - როგორ და რისთვის დააპატიმრეს „ლეგენდარული“ სააკაშვილი გასულ პარასკევს:
მაშ ასე: საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გასულ პარასკევს დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს.
ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაგეგმილია საგამოძიებო მოქმედებები და მიმართვა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის“, – დაწერა იური ლუცენკომ „ფეისბუქში“.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური. დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს. პოლიციის თანამშრომლები კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არ შესულან. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული რამე სახის ზომები არ გატარებულა“, – ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსი იური პოკინბოროდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სააკაშვილის დაკავებაში მისი დადანაშაულება სურთ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა hromadske.ua ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სწორედ იური პოკინბოროდას ბინაში დააკავეს.
სააკაშვილთან ერთად მეც უნდა დავეკავებინე, მაგრამ ასე არ მოხდა, მხოლოდ ჩხრეკის ოქმი შეადგინეს. გარკვეულ პირებს სურთ, რომ სააკაშვილის დაჭერაში დამადანაშაულონ, თუმცა ეს ასე არ არის. მე იგი არ დამისმენია პოლიციასთან“, – აცხადებს იური პოკინბოროდა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში..
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან რნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილი თავის მეუღლეს სანდრა რულოვსს სთხოვს, მისი სპიკერი გახდეს. მიხეილ სააკაშვილი სთხოვს მეუღლეს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, მის მეუღლესთან გავწიოთ მუშაობა და მოვახდინოთ საგამოძიებო იზოლატორში მისი წარმოდგენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, მეგობრის ბინაში დააკავეს. მისივე თქმით, სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.