აქტუალური
ტრამპმა ორ მსოფლიო ომში გამარჯვება აშშ-ს მიაწერა და სირიისთვის რაკეტების დაშენის გამო თავი შეიქო

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ქალაქ პენსაკოლაში (ფლორიდის შტატი) თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არის ნაცია, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომები მოიგო. აშშ-ის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების დამსახურებათა სიაში შეიტანა, აგრეთვე, ადამიანის მთვარეზე გაშვება, პანამის არხის გაყვანა და ის, რომ ქვეყანამ „კომუნიზმი მუხლებზე დააჩოქა“.
ტრამპმა მორიგჯერ გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკა. მისი აზრით, ბარაკ ობამას ხელმძღვანელობის წლებში „ამერიკა სისუსტეს ამჟღავნებდა და „წითელ ხაზებს“ არ სცდებოდა“: „ჩვენ რომ ხაზისთვის გადაგვებიჯებინა, რუსეთი და ირანი სირიაში არ წავიდოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, მან თავი შეიქო 59 „მშვენიერი რაკეტის“ გამო, რომლებიც სირიისკენ ამა წლის 7 აპრილს გაუშვეს სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების პასუხად.