უცხოეთი
ისრაელის პრემიერი ევროკავშირს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერი ევროკავშირს, დონალდ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილების კრიტიკის გამო, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროპული ტურნეს დაწყებამდე ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ევროპელი ლიდერები გმობენ დონალდ ტრამპის ისტორიულ გადაწყვეტილებას იერუსალიმთან დაკავშირებით, თუმცა, არ მახსენდება ისრაელზე სარაკეტო იერიშების დაგმობის შესახებ განცხადებები," - ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ და აღნიშნავს, რომ ისრაელი არ მოითმენს ასეთ ფარისევლობას და ამ პოზიციას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე დააფიქსირებს.
ბრიუსელში ვიზიტამდე ისრაელის პრემიერი პარიზში მიემგზავრება, სადაც მოლაპარაკებას საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართავს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პარიზში საპროტესტო აქციებით ხვდებიან. პალესტინის მხარდამჭერები ემანუელ მაკრონს დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

rustavi2.ge