არნო ხიდირბეგიშვილი: აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის სცენარი იან კელიმ უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის გეგმიდან გადაიწერა
რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის სცენარი იან კელიმ უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის გეგმიდან გადაიწერა

      რედაქციისგან: საქინფორმის მთავარი რედაქტორი აქამდე თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მხოლოდ წინაპირობებსა და პოლიტიკურ შედეგებს აფასებდა, რადგან პატივს სცემდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნას - გამოძიების ინტერესების გამო თავი შეეკავებინა სპეცოპერაციის ინტერპრეტაციისგან. მაგრამ მას შემდეგ, რაც აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, მომხდარის გამო ბრალი მთლიანად ქართულ სამართალდამცველ ორგანოებს დააკისრონ, არნო ხიდირბეგიშვილმა აუცილებლად მიიჩნია ზოგიერთი დეტალის შეხსენება, რომლებიც 2017 წლის 21-22 ნოემბერს გაბრიელ ბერის გამზირზე მიმდინარე მოვლენებისთვის შუქის მოფენაში დაგვეხმარება.

არნო ხიდირბეგიშვილი:
„ტრადიციად იქცა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში თითქმის ყოველდღე და ნებისმიერი საბაბით აკეთებს მოკლე განცხადებებს, რომლებიც, როგორც წესი, მთავრდება შეხსენებით - „აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას...“. ის, რომ აშშ საქართველოში ყველაფერს აკონტროლებს, ჩვენ ბატონი კელის გარეშეც ვიცით, ამიტომ აჰმედ ჩატაევი ამერიკის სპეცსამსახურების სანქციის გარეშე სირიიდან, თანაც - თურქეთის გავლით,  საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა.
შესაძლოა, აშშ-ს საქმეში გამოცდილი ჩატაევი თბილისში „დააკონსერვა“ უნდოდა, სანამ ნაცადი ბოევიკის საჭიროებისამბრ, მაგალითად - რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების საჭიროება შეიქმნებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც უკვე არაერთხელ მომხდარა პრეზიდენტების შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს? ან, შესაძლოა, მიზანი იყო თავად საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, მგალითად - თბილისში ტერაქტის შედეგად, ტერორიზთან ბრძოლის დაცვის საბაბით ნატოს ჯარების შემოსაყვანად, როგორც აშშ-ს უკვე ბევრჯერ გაუკეთებია სხვა ქვეყნებში, მაგალითად - სირიაში, ერაყსა და ავღანეთში?
არ ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ კიდევაც, მაგრამ საქართველოში  აშშ-ს და ნატოს ორი საბრძოლო მომზადების  ცენტრის არსებობას რამენაირი გამართლება ხომ სჭირდება?!
და თუ იან კელის დავუჯერებთ - რომ ჩატაევის საქართველოში შემოღწევა აშშ-ს გამოეპარა და ამიტომ ვაშინგტონს ქართველ სამართალდამცველებთან „აქვს ბევრი შეკითხვა“, ანუ პრეტენზია - აქაოდა, „ტერორიზმი ყველას ეხებაო“, - მით უარესი! იმიტომ რომ უხეშ, დიპლომატისთვის შეუფერებელ რიტორიკაზე და საქართველოს საშინაო საქმეებში სახელმწიფო დეპარტამენტის დემონსტრაციულ ჩარევაზე მეტყველებს. გავბედავ, შევახსენო ბატონ ელჩს, რომ მოკლული აჰმედ ჩატაევი ქართულმა სასამართლომ სრულიად გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლა, ამიტომ არავის ჰქონდა უფლება, საქართველოში მის დაბრუნებისთვის ხელი შეეშალა.
ბატონი ამერიკის ელჩი
ჩუმად იყო, როდესაც საქართველომ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა და ის სისხლის სამართლის ოთხ საქმეში გადიოდა, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამჯერ მიმართა უკრაინას ექსტრადიციის თხოვნით, თუმცა - უშედეგოდ. მეტიც, ის იქ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნეს - ხან უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად, ხან ოდესის ოლქის გუბერნატორად, რისთვისაც დღეს უკრაინამ მიხომაიდნით ზღო!
ბატონი ამერიკის ელჩი ჩუმად იყო, როდესაც საქართველომ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა და ის სისხლის სამართლის ოთხ საქმეში გადიოდა, მაგრამ თურქეთმა არ დააპატიმრა და ქართულ მართლმსაჯულებას არ გადმოსცა, როცა სააკაშვილი სარფის თურქულ მხარეზე „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივთან მრავალჯერად შეკრებებს აწყობდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზაციის დეტალების განსახილველად. ამისთვის თურქეთმა მიშას დედის მეგობრის - ფეთჰულა გიულენის ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით ზღო!
ბატონი ამერიკის ელჩი ჩუმად იყო, როდესაც საქართველომ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა და ის სისხლის სამართლის ოთხ საქმეში გადიოდა, მაგრამ დაუბრკოლებლად იმყოფებოდა აშშ-ში, ნიუ-იორკის ცენტრში ცხოვრობდა ბიძამისი თემურის მდიდრულ ბინაში და ტაფტსის უნივერსიტეტში ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის ამერიკულ სკოლაში ლექციებსაც კი კითხულობდა!
მაშ რატომ არის საქართველო ვალდებული, თავის ტერიტორიაზე ვიღაც დააპატიმროს სხვა ქვეყნების გულის მოსაგებად, თუნდაც ისინი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები - უკრაინა, თურქეთი ან აშშ იყვნენ?!
ჩეჩნები ჩვენი თანამემამულეები და მეზობლები არიან, რომლებიც ქართულ ადათ-წეს პატივს სცემენ და სახელმწიფო - ქართულ ენას კარგად ფლობენ! ჩეჩნებთან ერთადაც უნდა ვიცხოვროთ, და მათ არ აუფეთქებიათ თბილისში აეროპორტი, როგორც ჩატაევმა ჩაიდინა სტამბულში, არც მრავალსართულიანი შენობები, როგორც უსამა ბენ ლადენმა ააფეთქა ნიუ-იორკში, თუმცა ამისი გაკეთება სულ ადვილად შეეძლოთ. ამიტომ, ბატონო ამერიკის ელჩო, ნუ წაგვაჩხუბებთ მათთან, გეთაყვა!
ხოლო თუ საქართველოს შსს და სუს-ი მართლაც „ცე-ერ-უ“-სთან (
CIA) და “ეფ-ბი-აი“-თან (FBI) შეუთანხმებლად მოიქცნენ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად - ქართული მართლმსაჯულების წინაშე უდანაშაულო ჩატაევი საქართველოში შემოუშვეს, ქება და დიდება მათ! ესე იგი, ისინი ქართული ხელისუფლების ერთადერთი სტრუქტურები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება გაბედეს და ამით აჩვენეს, რომ საქართველოსაც შეიძლება თავისი ინტერესები ჰქონდეს, რომლებიც რეგიონში აშშ-ის პოლიტიკას ყოველთვის არ ემთხვევა!
მეტიც, ჩატაევის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგაც კი ქართულ სამართალდამცველ ორგანოებს პასუხისმგებლობის ტვირთი არ მოუხსნიათ, პრევენციის მიზნით მოქმედება გააგრძელეს და კორექტული თვალთვალი დააწესეს თბილისში ბერი გაბრიელის გამზირზე (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა) მდებარე ბინაზე, სადაც აჰმედ ჩატაევი, მისი მეუღლე, შვილი და ორი ამხანაგი დასახლდნენ.
მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო მათი პროფესიონალიზმი, ვინც ეს ბინა შეარჩია: ბინა საგანგებოდ დედაქალაქის პერიფერიაზე, ისნის რაიონში აირჩიეს, რომლის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი არაქართველია. ბევრი მათგანი ადრე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის აქვე კომპაქტურად განლაგებულ სამხედრო ნაწილებში და ბაზებზე მუშაობდა: მე-13 ავტოსარემონტო ქარხანაში, ტანკშემკეთებელ ქარხანაში, ცენტრალურ სანივთე საწყობებში, საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში, აგრეთვე დიმიტროვის სახელობის საკავშირო დაქვემდებარების 31-ე ავიაქარხანაში. რუსულენოვანი მოსახლეობის ფონზე რამდენიმე ჩეჩენი თვალში მოსახვედრი არ იყო, ისინი მეზობლებს დაუმეგობრდნენ კიდეც და მათთან თითო ჭიქასაც გადაკრავდნენ ხოლმე ეზოში, სადაც ჩატაევის მეუღლე მცირეწლოვან ვაჟიშვილს ასეირნებდა, რომელიც, როგორც ამბობენ, საქართველოში ცნობილ კერძო კლინიკებში კონსულტაციებისა და მკურნალობისთვის ჩამოიყვანეს.
მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ისლამური სახელმწიფო სირიაში გაანადგურა, ვაშინგტონიდან ტელეფონოგრამა მოვიდა: „ჯორჯია, თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქ. №11. იან კროუფორდის ძე კელის (პირადად). კუდებს მიხედე წრტ“. ანუ იმის შიშით, რომ „ФСБ“-ში შეიტყობდნენ - რა მიზნით გადაარჩინა აშშ-მა სირიაში ჩატაევი და საქართველოში ჩამოიყვანა, „ცე-ერ-უ“-მ მისი ლიკვიდაცია ბრძანა, რათა უცაბედად რამე არ წამოცდენოდა! (საერთოდ, ჩატაევმა ძალიან ბევრი რამ იცოდა, მათ შორის - საქართველოში 2012 წელს ჩატარებულ ლაფანყურის ოპერაციაზე, და შეიარაღებული სირიული „ოპოზიციის“ და ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებისთვის ამერიკელების მიერ გაწეულ დახმარებაზე).
ჩატაევს და მის ამხანაგებს დავუბრუნდეთ: ამბობენ, რომ ისინი გაანადგურეს არა ქართველებმა, რომლებსაც დასანებებლად გამზადებული ჩეჩნებისთვის სროლა არ უნდოდათ, არამედ თურქეთიდან ჩამოფრენილმა სპეცრაზმის ოცეულმა, თუმცა სუს-ი თბილისში „ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში“ უცხოური სპეცდანაყოფების მონაწილეობის ფაქტს უარყოფს.
არ ვიცი... აი, სპეცოპერაციის სცენარი კი ნამდვილად ამერიკელების დაწერილი იყო! ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების ცნობილი მეთაურისა და გადამბირებლის აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის სცენარი თავისი ჰოლივუდური მასშტაბურობითა და სანახაობრიობით მეტისმეტად ჰგავს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-კაიდას“ ლიდერის უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის გეგმას! შთაბეჭდილება იქმნება, რომ ელჩმა კელიმ ის, უბრალოდ, გადმოიწერა და მხოლოდ ტოპონიმები შეცვალა.
მაგალითად, სპეცოპერაცია აბოთაბადის გარეუბანში (პაკისტანი) 2011 წლის 2 მაისს და სპეცოპერაცია თბილისის პერიფერიაზე 2017 წლის 22 ნოემბერს არაპროპორციულად დიდი ძალებით ჩატარდა:
- პაკისტანში კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული „უსამა ბაბუას“ (რომლისთვისაც სოფლის ბავშვებს ნაყინი დაჰქონდათ) და მისი ორი ამხანაგის წინააღმდეგ მოქმედებდა სპეცდანაყოფიDEVGRU(ამერიკელები „GRU“-ს გარეშე, როგორც ჩანს, ვერ ძლებენ) სპეცოპერაციების გაერთიანებული სარდლობის ვერტმფრენებით  და  „ცე-ერ-უ“-სთან თანამშრომლობით;
- საქართველოში ჟანგიანი (იმიტომ, რომ ტყეში, მიწაში იყო შენახული) კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული ცალხელა და ცალფეხა ინვალიდი ჩატაევისა და მისი ორი ამხანაგის წინააღმდეგ გადაისროლეს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანაყოფები ჯავშანტექნიკით, ასევე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძალები (თუკი თურქი სპეცრაზმელების მონაწილეობის ვერსიას უარვყოფთ).
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტერორისტებს შეუძლიათ, მათ წინააღმდეგ არაპროპორციულად დიდი ძალების ამოქმედების ფაქტი გაითვალისწინონ და მომავალში თბილისში პარალელურად ორი ან რამდენიმე ტერაქტი მოაწყონ, ერთი - მთავარი, ხოლო დანარჩენი - ყურადღების გადასატანად, ამით კი საქართველოს მთელი სამართალდამცველი ორგანოების პარალიზება გამოიწვიონ.
არსებობს სხვა, არანაკლებ საინტერესო პარალელები და ვერსიები, მაგრამ მოდი, დაველოდოთ ოფიციალური დასკვნას საქმეზე, რომელსაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს“.
2017 წლის 11 დეკემბერი
საქართველო, თბილისი