სამართალი
ფურთხის ღირსი ქართველები: გორში, სადაც სტალინის ძეგლი ჩამოაგდეს, პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა! - საქინფორმი

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. დიდი სტალინის მშობლიურ გორში, სადაც მისი ძეგლი ჩამოაგდეს,  იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა! სკვერი იოზეფ პილსუდსკის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს - მისი სახელი 2015 წელს გორის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას დაარქვეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერი საზეიმო ვითარებაში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, პოლონეთის ქალაქ კარტუზის მერმა სლავ გალუცკიმ და გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა ერთობლივად გახსნეს.
მშენებლობის სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ 95 984 ლარი შეადგინა, პოლონეთის მხარემ დააფინანსა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო.
„პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწეს 2017 წლის 5 დეკემბერს 150 წელი შეუსრულდებოდა, - გულისტკივილით აღნიშნავენ გორის მერიაში... როგორ არ გავიხსენოთ აქ სხვა დიდი ქართველის გულისტკივილით ნათქვამი სიტყვები - „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო!“?
თუმცა, საქართველო რა შუაშია - ფურთხის ღირსნი ჩვენ, ქართველები ვართ!

 


საქინფორმი