პოლიტიკა
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში წევრობას! - რექს ტილერსონის ექსკლუზიური კომენტარი პირველ არხთან

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პირველ არხთან კიდევ ერთხელ ილაპარაკა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში წევრობას. ველოდებით ყველა საფეხურის გავლას, რათა ეს მოხდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ვენაში, პირველ არხთან ექსკლუზიურ კომენტარში.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალის ფარგლებში რექს ტილერსონი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა პირველად აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებას ძლიერ მიესალმება.