აქტუალური
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ფონდის ახალი პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მლნ SDR-ს ოდენობის (დაახლოებით 42,4 მლნ აშშ დოლარი) მეორე ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა მორიგი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ 42,4 მილიონი დოლარი უკვე მიიღო. იუწყება „Sputnik»-ი.
სსფ-მა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ საკონტროლო მაჩვენებლებს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, მაგრამ პერსპექტივაში რისკები რჩება", — აღნიშნულია განცხადებაში.
ფონდის შეფასებით, ქვეყნის 2018 წლის ბიუჯეტი სათანადოდ არის მიმართული ფინანსურ კონსოლიდაციაზე, ითვალისწინებს დეფიციტის შემდგომ შემცირებას კაპიტალური ხარჯების გაზრდასთან ერთად. ამისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს შემოსავლების მართვის გაუმჯობესება და შეაკავოს მიმდინარე ხარჯები, მათ შორის სუბსიდიებისა და სახელმწიფო საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის შემცირების გზით, - მიიჩნევენ ფონდში.
სსფ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მდგრადი ფინანსური სექტორის ამაღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის ტარგეტირება მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმთან ერთად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, სსფ-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეჩერდეს მიღწეულზე. მიუხედავად დადებითი შედეგებისა, ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს და განაგრძოს რეფორმები ზრდის გზაზე სტრუქტურული ბარიერების თავიდან აცილებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
სსფ-ის წინა სამწლიანი პროგრამა საქართველოში 2014 წლის ივლისში დამტკიცდა და საკრედიტო ხაზის სახით (Stand by Arrangement) 154 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.