უცხოეთი
„საქართველო მხარს უჭერს თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად“

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.
„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე, ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაერო-შიც. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

1tv.ge