საზოგადოება
ქართული არმია 2018 წელს 100 მილიონი ლარით მეტს მიიღებს

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს, დაგეგმილი 702 მილიონის ნაცვლად, 802 მილიონ ლარამდე გაიზრდება (დაახლოებით 300 მლნ დოლარი). დამატებითი 100 მილიონი ლარი აუცილებელია ქართული არმიისთვის ახალი შეიარაღების შესაძენად, რომლის რაოდენობა დღეს 37 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.
მთლიანად საქართველოს ბიუჯეტი 2018 წელს 12,3 მილიარდ ლარს (4?5 მილიარდი დოლარი) შეადგენს