პოლიტიკა
აშშ სააკაშვილს მხარს უჭერს: სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ხელისუფლებას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ჰიზერ ნოიერტმა ბრიფინგზე გააკეთა.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კიევში მიმდინარე მოვლენებს. კონტაქტი გვაქვს უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველაფერში ვეთანხმებით. ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ქუჩებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობის შესახებ. უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებთ ვითარების დეესკალაციისკენ. ასევე ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ძალადობას, დაიცვან კანონის უზენაესობა და მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. თუკი უკრაინის ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს, ეს უნდა მოხდეს ამ ქვეყნის კანონის შესაბამისად, ასევე ადამიანის უფლებების დარგში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას", - განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა.