„წადი, დაიკარგე!“ - მიხეილ სააკაშვილი BBC-ს ჟურნალისტს
უცხოეთი
„წადი, დაიკარგე!“ - მიხეილ სააკაშვილი BBC-ს ჟურნალისტს

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტი ჯონ ფიშერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც ასახულია, როგორ მიმართავს მას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.
თავდაპირველად ფიშერმა კარვების ქალაქში მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, თუ როგორ გრძნობდა ის თავს, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა – „შესანიშნავად“. ამის შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა პოლიტიკოსს, აპირებს თუ არა ჩაბარდეს ხელისუფლებას, რაზე სააკაშვილმა უპასუხა – „წადი, დაიკარგე“.

1tv.ge