პოლიტიკა
გავნოპოლსკი სააკაშვილის “მზის ჩასვლას” წინასწარმეტყველებს! - საქინფორმი

      საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. რიგითმა მეძავმა მატვეი განაპოლსკიმ, რომელსაც თავი დიდ ჟურნალისტად წარმოუდგენია და რომელსაც საქართველოში ყველა „გავნოპოლსკის“ ეძახის, „Радио Эхо Москвы“ საიტზე თავის ბლოგში სააკაშვილის “მამხილებელი” პოსტი დაწერა.
საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ მატვეიკა მიშკა სააკოვის კარის პიარ-მასხარა იყო: საქართველოში, მის სრულ განკარგულებაში გადაცემული ტელეკომპანია „ПИК“-ის საშუალებით, ის „დიდ რეფორმატორ“ მიშას და მის შინაგან საქმეთა სადისტ ვანიჩკა მერაბოვს განადიდებდა!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავნოპოლსკი განსვენებულმა პრემიერმა ჟვანიამ (ანტონიანმა) მოიწვია, რომელმაც  შემდეგ ის თავისი მეუღლის ღვიძლ დაზე დააქორწინა, „დიდ ჟურნალისტს“ სიტყვაც არ დასცდენია, როდესაც მისი ქვისლი პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფერფლით მოკლა - სულელი ხომ არ იყო, ამდენი ფული და პრივილეგიები დაეკარგა?!
ხოლო როდესაც მუქთა ქერის ორმო დაცარიელდა, გავნოპოლსკი სააკაშვილთან ერთად უკრაინაში გადაბარგდა და უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო! ამის მერე რა მოხდა - ცნობილი არ არის: ან მეტისმეტად „ყვითელმა“ ტრაკის მლოკველმა გავნოპოლსკიმ სააკაშვილს თავი მოაბეზრა და მანაც საკვებური დაუკეტა; ან სპეცსამსახურებმა, რომლებთანაც მატვეი თანამშრომლობის ხელწერილით არის დაკავშირებული, ახალი მითითება მისცეს; ანდა მეძავმა, ცრუ-პატრიარქი ფილარეტის კვალდაკვალ, მთელი ამ ბოზბანდის სწრაფი დასასრული დაინახა, მაგრამ ფაქტია - მონამ, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ბედნიერებად მიიჩნევდა სააკაშვილის დედის, ბებიის, მეუღლის, ვაჟიშვილისა და ვაჟიშვილის ძაღლისგან ინტერვიუს აღებას, დღეს მორჩილება შეწყვიტა და თავისი პატრონის დაცინვა გადაწყვიტა!
მაშ ასე, აი, რა დაწერა ამ გამყიდველმა უნიჭომ 5 დეკემბერს, როდესაც მართლაც პიარის დიდოსტატმა ფსიქოპათმა სააკაშვილმა ერთი საცირკო ტრიუკით კიევის მთელი ხელისუფლება მთავარი „ჩმორის“ - პარაშენკოს მეთაურობით პარაშასთან დასვა და ამავდროულად მკვეთრად აიმაღლა რეიტინგი საქართველოში:

სააკაშვილის მზის ჩასვლა? (ავტორი - მატვეი განაპოლსკი, მიმომხილველი)
“სააკაშვილმა ორჯერ გაგვაოცა ალოგიკური ქმედებებით. როდესაც მის დასაკავებლად მივიდნენ, სახლის სახურავზე ავიდა და პირობა დადო, რომ გადახტებოდა თავისუფალი უკრაინისთვის. თუმცა არ გადახტა. მეორე – მან გაგვაოცა, როდესაც სამართალდამცველების მანქანიდან აღგზნებული ხალხის მიერ გათავისუფლებული, ამ ხალხს სათავეში ჩაუდგა და უმაღლესი რადასკენ გაემართა, სადაც საზეიმოდ დაღი დაასვა უკრაინის ხელისუფლებას. სად არის აქ ლოგიკის არარსებობა? – იმაში, რომ ყველა ამ მოქმედებაში არ ჩანს ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელსაც უკრაინის პოლიტიკურ არენაზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.
პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გარღვევის შემდეგ სააკაშვილმა რამდენიმე მიტინგი გამართა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ შეუქმნია მდგრადი პოლიტიკური მასობრივი სტრუქტურა. სააკაშვილის ქმედებების აპოთეოზი გახდა უმაღლეს რადასთან კარვების ბანაკის შენება. ბანაკი სპეციალურად აშენდა ისე, რომ გადაიკეტოს საავტომობილო ნაწილი – როგორც ჩანს, იმისთვის, რომ მძღოლებს სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად „შეუყვარდეთ“. წაყენებული იყო მოთხოვნა – პოროშენკოს დაუყოვნებლივ წასვლა. შემდეგ იყო იმპიჩმენტის მოთხოვნა. შემდეგ, როცა გასაგები გახდა, რომ იმპიჩმენტს ითხოვს მხოლოდ სააკაშვილი და მისი ორიოდე ათასი მომხრე, გამოცხადდა, რომ „უკრაინელი ხალხი ითხოვს სახალხო იმპიჩმენტს“. ეს საოცარი მოთხოვნა იყო, რადგან სახალხო იმპიჩმენტს უკრაინის კონსტიტუცია საერთოდ არ ითვალისწინებს.
ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე უკრაინის გენერალური პროკურორი ლუცენკო სააკაშვილსა და იანუკოვიჩთან დაკავშირებული გაქცეული ოლიგარქის კურჩენკოს საუბრის ჩანაწერს გამოაქვეყნებდა. ეს უკვე სერიოზულზე მეტია. გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები რეალური სისხლის სამართლის მუხლია, რომელიც ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან იმ პირთა ჯგუფის ხელშეწყობას, რომლებიც დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. სწორედ ამაში ადანაშაულებენ სააკაშვილს. მისი რომანტიკული გათავისუფლება პოლიციის მანქანიდან, გამარჯვებული მსვლელობა უმაღლეს რადასთან, შესაძლოა, სააკაშვილს ძვირი დაუჯდეს. თუ ის ხელისუფლებას არ ჩაბარდება და წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით გონივრულ განმარტებებს არ გააკეთებს, გამოვა, რომ ყველაზე ევროპული პოლიტიკოსი – სააკაშვილი, რომელიც მუდამ ადანაშაულებს პოროშენკოს მოსკოვთან საიდუმლო შეთქმულებაში, თვითონ მოსკოვის ფულით ცდილობს, დაამხოს უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება. და რამდენიმე ათასი ადამიანი, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში რომც შევარდეს, ეს არაფერს მოიტანს – საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა ისევ არ იქნება.
თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს დღემდე ახსენდება, როგორ შეიჭრა საქართველოს პარლამენტში მომხრეებთან ერთად და შეცვალა ხელისუფლება.
მაგრამ აქ სხვა მდგომარეობაა.
ეს საქართველო არ არის.”