საზოგადოება
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას. არსენ ავაკოვის თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია, უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლის ღვრის პროვოცირებისგან.
„ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე გამოსავალი არ იქნება. სააკაშვილი ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის მოთხოვნას და უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას“, – წერს არსენ ავაკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.