საზოგადოება
იენს სტოლტენბერგი: ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად დგანან ავღანეთში და ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს  გაიმართება. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოსა და ნატოს პარტნიორობა გამორჩეულია.
მიმოვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებს, იმ მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც აახლოებს საქართველოს ნატოსთან. ჩვენი პარტნიორობა გამორჩეულია. ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად დგანან ავღანეთში და ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს იენს სტოლტენბერგთან და ნატოელ კოლეგებთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება.