საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მხარდამჭერებს დღეს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებს. როგორც მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას აცხადებს.
“მოვუწოდებ ყველა პატრიოტს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს 2 საათზე მეტრო “რუსთაველთან” და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს საქართველოს გადასარჩენად და ამ წუთიდან მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის. ხელისუფლება, ოლიგარქიული მმართველის სახით, ქართველ ხალხთან დაპირისპირებაში შემოვიდა. ხვალ ველოდებით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა!”, – განაცხადა ნიკა მელიამ.