სამართალი
თბილისში სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ინფორმაციის დამალვაში ბრალდებულთა შორის მამა-შვილი არიან

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის ცენტრში სისხლიანი გარჩევის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების რაოდენობა სამიდან ხუთამდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ინციდენტი პარასკევს, შუადღეს ხორავას ქუჩაზე, 51- სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდილევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძემეორე დღეს რეანიმაციის განყოფილებაში. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს არასრულწლოვანი .- მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიგანზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვასა და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი .- მიმალვას", - აღნიშნულია განცხადებაში.
დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს, ხოლო ორის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ერთი 17 წლისაა და კანონი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მის დაკავებას არ ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა. დანაშაულის დაფარვა კანონმდებლობით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.