უცხოეთი
„ამერიკის ხმა“ და რადიო “თავისუფლება“ რუსეთში „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადეს

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. „ამერიკის ხმა“ და რადიო “თავისუფლება“ რუსეთში „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადეს.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის მიერ მიღებული კანონის თანახმად, „უცხოელ აგენტად“ გამოცხადდა ასევე ამავე კომპანიების დაქვემდებარებაში მყოფი შვიდი გამოცემა. მათ შორის არის „ციმბირი რეალიები“, „კავკასია რეალიები“ და ტელეარხი „Настоящее время“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მედიასაშულებების „უცხოელ აგენტად“ გამოცხადების შესახებ კანონი მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ანალოგიური სტატუსის მიღება რუსულ ტელეკომპანია „Russia Today”-ს მოსთხოვეს.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მედიასაშულებების ჟურნალისტებს რუსეთის დუმა აკრედიტაციები გააუქმება და მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, სავარაუდოდ 6 დეკემბრიდან აეკრძალებათ.

1tv.ge