საზოგადოება
საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,1%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 6,9% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი (25,8%), ხორცპროდუქტები (9,9%), რძის პროდუქტები (9,7%), ხილი (9%), ცხიმი (7,4%), ტრანსპორტი (15,8%) და სამედიცინო მომსახურება (6,3%).
წლიურ მაჩვენებელში 19,4 პროცენტით გაიზარდა ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
ბოლო 11 თვეში წლიურმა ინფლაციამ დაგეგმილ მაჩვენებელს 2,9 პროცენტით გადააჭარბა.