სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 დეკემბერს, გამთენიისას მოქალაქეები .., .. და ..  დააკავეს.
.-სთვის, ასევე, მისი შვილების - .-სა და .-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა .- განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. შესაბამისად, მოქალაქე .. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.
რაც შეეხება მოქალაქეებს .- და .-, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და, შესაძლოა, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე გაიზარდოს.
გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა .- და .- ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი ..- მიმალვას. შესაბამისად, ისინი დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.