ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მომხდარს ძალიან განიცდის, აცხადებს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო
რელიგია
ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მომხდარს ძალიან განიცდის, აცხადებს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

       საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ერის ტრაგედიას უწოდებს. ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი სიონის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, ილია მეორე მომხდარს ძალიან განიცდის.
ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩევნგანისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.
მე არ მაქვს ინფორმაცია და არ მგონია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავი ეკლესიას შეაფარა,- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.