პოლიტიკა
ნატო საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს - იენს სტოლტენბერგი

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს მინისტერიალზე ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერაზე იმსჯელებენ”, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე ოთხშაბათს ისაუბრებენ.
მინისტერიალი დასრულდება ნატოსს ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობით. როგორც მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებამ აჩვენა, ნატოს წევრბა შესაძლებელია იმ ქვეყნებისთვის, ვინც რეალურ პროგრესს აღწევს რეფორმებსა და მოდერნიზაციის პროცესში. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ასპირანტ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენს საერთო უსაფრთხოებისა და ღირებულების საზოგადოებაში გაერთიანება სურ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა ოთხშაბათს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ნატოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ისეთ სკითხებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ოპერაციების დაგეგმვა. ასევე ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრისა და ალიანსის მიერ დაფინანსებული თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარების სკოლის ფარგლებში. ამ სკოლაში წვრთნები უკვე ათას სტუდენტს ჩაუტარდა. სხდომის დროს ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მაგალითად შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში დღეს იხსნება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.