ინფლაციის მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა
სააგენტო ”ნიუს ამის” ინფორმაციით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ინფლაციის მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა. ინფლაციის მიხედვით, პირველ ადგილზე ყირგიზეთია 19,2 % მაჩვენებლით, მეორე ადგილზე - საქართველო 11,%-ით.
საქართველოს მოსდევს ბელარუსი (9,9%), ტაჯიკეთი (9,8%), უკრაინა (9,1%), რუსეთი (8,8), მოლდოვა (8,1), ყაზახეთი (7,8), აზერბაიჯანი (7,6), უზბეკეთი (7,3), ესტონეთი (5,7), თურქმენეთი (4,8), ლიტვა (3,8) და ლატვია (2,5). ეს მონაცემები ეროვნული სტატისტიკის ორგანოებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.