უცხოეთი
ერდოღანი - ანკარა აშშ-ის მხრიდან შანტაჟს არ აჰყვება

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა აშშ-ის მხრიდან შანტაჟს არ აჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ანკარასა და ვაშინგტონს შორის ისედაც რთული ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ერთ-ერთი თურქული ბანკის აღმასრულებელ დირექტორს აშშ-ში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიის გვერდის ავლაში წაუყენეს ბრალი.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თურქი-ირანელი ოქროთი მოვაჭრე რეზა ზარაბი აშშ-ის პროკურატურასთან თანამშრომლობს და სასამართლოში ანტიირანული სანქციების გვერდის ავლის სქემა გაასაჯაროვა.
ზარაბის თქმით, ირანს ამერიკული სანქციების გვერდის ავლაში თავად რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეხმარებოდა, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
თურქეთის პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ ანკარა გაერო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებს.
„რა გავაკეთეთ? ჩვენ ბუნებრივი აირი შევისყიდეთ ქვეყნისგან, რომლისგანაც ჩვენ შეთანხმება გვაქვს გაფორმებული იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ზამთარში არ გაიყინონ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, ჩვენ გვავალდებულებს მხოლოდ გაერო-ს გადაწყვეტილებები და თურქეთი მათ ზედმიწევნით ასრულებს“, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

1tv.ge