საზოგადოება
იან კელი: არსებობს კითხვები, როგორ აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. „არსებობს კონკრეტული კითხვები იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ  საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ  22 ნოემბრის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე კომენტარისას განაცხადა.
,,ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით შემდგომ ინფორმაციას. არსებობს კონკრეტული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას გამოძიების პროცესში, მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, რაღაც კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, დღეს გაიმართება პრესკონფერენცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტერესით ველოდებით ამ ინფორმაციას”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.