საზოგადოება
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უკვე შეიქმნა უკრაინის საკითხების კომისია, ახლა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობლივი აფხაზეთის საკითხების კომისიის რიგია

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. იმ დროს, როცა რამდენიმე მიტროპოლიტი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები - ვაშინგტონში აშშ-სადმი თავიანთ ერთგულებას და „მტერი და ოკუპანტი“ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული ინტერესების მსახურების მზადყოფნას ამტკიცებდნენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ შექმნა კომისია შემდგომი მოლაპარაკების საწარმოებლად საეკლესიო თემისაგან გამოყოფილ „რასკოლნიკთან“ – „კიევის პატრიარქ ფილარეტთან“, შემდეგი შემადგენლობით:
1) ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი ილარიონი (თავმჯდომარე);
2) ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტი ანტონი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია);
3) კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკის მიტროპოლიტი თეოდორე (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია);
4) ლუგანსკისა და ალჩევსკის მიტროპოლიტი მიტროფანი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია);
5) დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი;
6) დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია);
7) დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი (მდივანი).
დოკუმენტი მიღებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე 2017 წლის 29 ნოემბერს-2 დეკემბერს.
ასეთივე, ოღონდ უფრო მცირერიცხოვანი კომისია - 3-3 წარმომადგენელი რუსეთის და საქართველოს მხრიდან - შეიქმნება აფხაზეთში სიტუაციის მოსაგვარებლად, რაზეც 2017 წლის 1 ნოემბერს თბილისში შეთანხმდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი ილარიონი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.