სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მხარდაჭერის გამოხატვას აპირებს

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მინდია ჯანელიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის შეხვედრა, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, დაკემბრის დასაწყისში შედგება, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს წევრიქვეყნებისა და მისი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 5-6 დეკემბერს გაიმართება. განხილვის ძირითადი თემა იქნება ალიანსისღია კარის პოლიტიკადა ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა.
ტილერსონი შეხვდება ჯანელიძეს, რათა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატოს, აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.