აქტუალური
სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ - გიორგი გახარია

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა. გახარიას თქმით, ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი დგინდება და უახლოეს პერიოდში დეტალები გამოკვლელული იქნება.
ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ბევრი კითხვები დაისმება. ბევრი შეკითხვა უკვე დაისვა და პასუხი გაეცა. ახლა გამოძიება არის ძალზე აქტიურ ფაზაში და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქობულეთის სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.