აქტუალური
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავალს ანა ჯავახიშვილს შეხვდა

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნიჭიერესი მომავალი მწერალი ანა ჯავახიშვილი ესტუმრა. დიდი მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავალს სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე შეხვდა, მისი ჩანახატის ჯარისკაცის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა, წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ანამ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა.
52- სკოლის მოწაფე ანა ჯავახიშვილი 15 წლისაა და მეგობრებთან და თანატოლებთან ერთად მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ სახელოსნოში წერის ხელოვნებას ეუფლება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს ანა ჯავახიშვილს და შემოქმედებით სარბიელზე წარმატებებს უსურვებს.