საზოგადოება
ნარჩენები ღამის საათებში უნდა გაიტანონ, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს! - კახი კალაძემ „თბილსერვისჯგუფს“ 2-კვირიანი ვადა მისცა

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. „ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის”, - ამის შესახებ თბილისის ახალმა მერმა კახ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, ისე, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. თბილისის მერმა თავის მოადგილე მაია ბითაძეს, „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.
მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახიკალაძემ.