საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, საქართველოს 10 330-მა მოქალაქემ დაარღვია შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა. ამის შესახებ სააგენტო ipn წერს.
სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე, საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1.
რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.
ამასთან, შსს-ს მონაცემების თანახმად, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით შენგენის ზონაში სულ 165 059-მა ადამიანმა იმოგზაურა.
სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.