სამართალი
საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, აშშ არ არის ევროსასამართლოს წევრი, თუმცა დაინტერესებულია პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობითა და კანონის უზენაესობის არსებობით.
“მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის წევრი ევროსასამართლოსი, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონმორჩილება, ასე რომ, ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა იან კელიმ.