პოლიტიკა
მთავრობის სხდომაზე პრემიერი კვირიკაშვილი 2018 წელს „კიდევ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ აანონსებს, ვიდრე წელს, მაგრამ ლარის გაუფასურებაზე არაფერს ამბობს...

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კერძოდ, აღნიშნა:
2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5.7% შეადგინა; 10 თვეში 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ეს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი დღეს დილით გამოქვეყნდა.
ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მეტი დინამიკა უნდა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და იგეგმება, შექმნის ნამდვილად გაცილებით უფრო მეტ დინამიკას.
ჩვენ, მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით“.
დღეს ეროვნული ვალუტის კურსი: 1 აშშ დოლარის ღირებულება - 2,71 ლარი, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3,22 ლარია.